|
2016-10-27 18:23:33, 879 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დაააკმაყოფილა და ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი უცვლელად დატოვა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაუქმებას ითხოვს, რომლითაც, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გადასანაწილებელი 17 მანდატიდან "პატრიოტთა ალიანსმა" 3 მანდატი მიიღო და ფრაქციის შესაქმნელად (6 მანდატი) საჭირო 3 მანდატი დაემატა, დარჩენილი 14 კი, "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის გადანაწილდა. "პატრიოტთა ალიანსში" ამბობენ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული მანდატების თანაბარი განაწილების პრინციპი დაირღვა და მათ 6-ის ნაცვლად, 10 მანდატი უნდა მიეღოთ. ცესკო-ს წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოსცა კანონის და კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში. „როგორ და რა წესით უნდა გადანაწილდეს მანდატები, ამის ინტერპრეტირება ხდება ორგანულ კანონში. ჩვენ ვეთანხმებით ამას. ეს თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ახლა რომ შეცვლილიყო თამაშის წესები, როდესაც ყველამ თავის შედგი იცის და მერე მოეხდინა კანონმდებელს კონსტიტუციის ასეთი სახით ინტერპრეტირება, როგორსაც ჩვენი მოწინააღმდეგები ამბობენ, კიდევ დასაჯერებელი იქნებოდა. ახლა კი, ყველა ამ თამაშის წესებით შევიდა ამ თამაშში და დადგენილი წესებით განაწილდა მანდატები“,-განმარტა შარმანაშვილმა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)