05:03 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 13:45:01, 785 ნახვა

სხვადასხვა
საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმის ანგარიში ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის შეხვედრაზე წარადგინეს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტის შეხვედრაში  მონაწილეობს. ღონისძიება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობს.

შეხვედრაზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მრჩეველმა ელენე ბერაძემ საქართველოს პენიტენციური სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა სასჯელის მოხდის პირობებისა და პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, პენიტენციური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის, პატიმართა დასაქმებისა და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებზე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება.

კონფერენციის მონაწილეების მხრიდან სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ანგარიშის წარდგენა და პენიტენციური სისტემის მიღწევები დადებითად შეფასდა, განსაკუთრებით აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა და პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამინური მოპყრობის, როგორც სისტემური დანაშაულის აღმოფხვრა. პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოსთან სასჯელაღსრულების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

შეხვედრაში ეუთოს 57 წევრი ქვეყანა, ასევე, ეუთო-ს სტრუქტურაში შემავალი ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. გარდა ამისა, მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics