|
2016-10-27 09:57:50, 1656 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობა თუშეთში აეროდრომის მშენებელობის საკითხს განიხილავს
მთავრობა თუშეთში აეროდრომის მშენებლობის პროექტირების დაწყების საკითხს განიხილავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკკაშვილმა განაცხადა, მათი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი იყოს. „მოგეხსენებათ სივრცითი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ შიდა ავიაციის განვითრება და ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში იყოს რაც შეიძლება მეტი მცირე აეროდრომი, რათა უპირველეს ყოვლისა ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლოს, და რა თქმა უნდა ტურისტებმა ისარგებლონ. ეს იქნება უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი, უფრ მეტი კეთილდღეობა თითოეული ჩვენგანის ოჯახში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს გულისხმობს ამ შემთხვევაში თუშეთს, რომელიც არის ნმადვილად მარგალიტი საქართველოში, თავისი განსაკუთრებული კულტურული მემკვიდრეობისთვის, და ასევე ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. დიდი იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში უკვე აღვნიშნავთ ომალოში ასაფრენი ზოლის დასრულებას, და რა თქმა უნდა აეროპორის დასრულებასაც“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)