|
2016-10-27 09:38:27, 1643 ნახვა
სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.ხ. იმ დროს დააკავეს, როცა დმანისი-ირგანჩაის საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)