02:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 17:08:16, 706 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში ნაძალადევის რაიონის კერძო და საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.

განიხილეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დადგენილება, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

შეხვედრას ოცდაათი დირექტორი დაესწრო.მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. მათი მიზანია, სკოლებში ადრეული პრევენციის გაძლიერება.   

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში მიმდინარეობს პროგრამა „ახალგაზრდული კლუბი“, რომლის მიზანია, არასრულწლოვნებში დანაშაულის თავიდან არიდება, ჯანსაღი საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა და სხვა.

პროგრამა ახალგაზრდებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს.

განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 14 წლამდე მოზარდებს ეთმობა. კლუბში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული, თუ სპორტული აქტივობები, სამიზნე ჯგუფის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics