19:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 16:10:29, 1363 ნახვა

ეკონომიკა
ირმა ქავთარაძე: საქართველოს მთავრობა რეფორმების პროცესზე ძალიან ინტენსიურად მუშაობს

 „მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების 2017 წლის რეიტინგის მიხედვით, 130-მა ქვეყანამ გაატარა რეფორმები. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო თავისი რეფორმების რაოდენობითა და ხარისხით ტოპ-ათეულშია,“ - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ „Doing Business 2017”-ის კომენტირებისას განაცხადა.


მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშში ვერ აისახა ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს მთავრობამ განახორციელა.

"თუმცა, ისინი გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის რეიტინგში, რის გამოც, ვფიქრობ, ჩვენი ქულა და ადგილი გაცილებით უკეთესი იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. 

მსოფლიო ბანკის  „Doing Business 2017“ წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. 2017 წელს საქართველოს ქულა 2.48 პუნქტით გაუმჯობესდა (80.20 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის 23-ე ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. 

2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო დასახელებულია, როგორც რეგიონის ლიდერი ქვეყანა განხორციელებული რეფორმების კუთხით.

მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 5 რეფორმით საქართველო მსოფლიოს ტოპ რეფორმატორი ქვეყნების ათეულში შედის. 

„საქართველო გაუმჯობესებული 5 ინდიკატორის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ქონების რეგისტრაცია (მე-3 ადგილი), კრედიტის მიღება (მე-7 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-7 ადგილი),  ბიზნესის დაწყება (მე-8 ადგილი) და მშენებლობის ნებართვა  (მე-8 ადგილი). 

რეიტინგის მიხედვით საქართველო ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მესამე პოზიციაზე იმყოფება და 10-დან 8 ინდიკატორში ტოპ ხუთეულში, ხოლო მშენებლობის ნებართვის გაცემის ინდიკატორში პირველ ადგილზეა, ხოლო საქართველოს მსგავსი ეროვნული შემოსავლის (upper middle income) მქონე 51 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა, ხოლო მშენებლობის და ქონების რეგისტრაციის ინდიკატორების მიხედვით პირველ ადგილზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ დაასახელა რამდენიმე რეფორმა, რომელთაც მთავრობა უკვე ახორციელებს.

კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა გადახდიუუნარობის კანონმდებლობის რეფორმაზე - აღნიშნული ერთერთი ინდიკატორია, სადაც საქართველოს მსოფლიო ბანკის რეიტინგში შედარებით დაბალი ადგილი უკავია. ირმა ქავთარაძემ ასევე ჩამოთვალა სამშენებლო კოდექსი, რომლის განხილვასაც მალე საკანონმდებლო ორგანო დაიწყებს, ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში, ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეფორმის პაკეტი და სხვ.  

„კონტრაქტების აღსრულების ინდიკატორის კუთხით მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ შეიქმნას კომერციული დავების განმხილველი სპეციალური კოლეგიები საქართველოს სასამართლოებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება.

ხელი შეეწყობა იმას, რომ ბიზნესდავები ამ საკითხში უფრო  კვალიფიციურმა და სპეციალიზირებულმა მოსამართლეებმაგანიხილონ.აღსანიშნავია, რომ ეს ასევე „Doing Business“ - ის რეკომენდაციაც არის და ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის და „Doing Business“ - ის შეხედულება აღნიშნულ საკითხზე ერთმანეთს დაემთხვა,“ - განაცხადა ირმა ქავთაარძემ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროში შეხვედრები უკვე გაიმართა. 

„ჩვენ, ამ და სხვა რეფორმების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება როგორც საქართველოს ქულა, ისეადგილი მსოფლიო ბანკის ავტორიტეტულ რეიტინგში.ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. საქართველოს მთავრობა ძალიან ინტენსიურად მუშაობს რეფორმების პროცესზე,“ - განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ.  

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics