|
2016-10-26 16:00:16, 1513 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძემ ბოლო პერიოდში სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მიზეზები განმარტა
ეროვნული ბანკის სტრატეგიის მიხედვით, სებ-ს აქვს ზუსტად ის მანდატი, რომ მაშინ როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები და ეროვნული ბანკის რეზერვები ამის საშუალებას იძლევიან, ინტერვენციები განახორციელოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ინტერვენციები ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეულ დიდ მერყეობებს ამცირებს. "მოგეხსენებათ, იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი. ასევე იყო მოლოდინი არჩევნებისადმი. არჩევნები ქვეყნისთვის არის შოკი. აქედან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინტერვენციები განეხორციელებინა. ეს ინტერვენციები პირველად არ მომხდარა. იმ შემთხვევაში თუ ფუნდამენტურმა ფაქტორებმა მოგვცა ამის საშუალება რა თქმა უნდა ინტერვენციებს მომავალშიც განვახორციელებთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, როდესაც იქნება კურსის მერყეობა ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა გვენეტაძემ. შეგახსენებთ, 25 აგვისტოდან დღემდე, სებ-მა სავალუტო აუქციონზე 180 მილიონი დოლარი გაყიდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)