19:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 15:47:32, 1268 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი გარდაბანში „პლანტას" სასათბურე მეურნეობას ეწვია

პრემიერ–მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი გარდაბანში „პლანტას" სასათბურე მეურნეობას ეწვია, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურია.
 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „პლანტას" სასათბურე მეურნეობა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია, რომელიც  ფრანგულ კომპანია Richel Group–თან და ჰოლანდიურ კომპანია Certhon–თან თანამშრომლობით განახორციელა.

პროექტის პირველი ფაზა 2015 წელს დასრულდა, რომლის ფარგლებში სასათბურე მეურნეობა 4.4 ჰექტარზე განვითარდა. 2016 წელს, პროექტის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად, „პლანტას" 12 ჰექტარამდე გაფართოვდა.პროექტში დღეისთვის ინვესტირებულია 22.2 მლნ ამერიკული დოლარი.
 
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და პროექტის მნიშვნელობა შეაფასა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის როლს ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისდასაქმების კუთხით.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „პლანტას" სასათბურე მეურნეობის პროექტი ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რაც მნიშვნელოვანიაიმისთვის, რომ ქართულმა პროდუქციამ მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებულს.
 
"ამ ინვესტიციის შედეგი გახლავთ ის, რომ აქ 250 ადამიანი დასაქმდება. შედეგი არის ასევე ის, რომ აქ იწარმოება თანამედროვეევროპული ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება და ასევე გავა ექსპორტზე. ეს არის ნათელიმაგალითი, თუ როგორ შეიძლება ის შესაძლებლობები, რომელიც დღეს არსებობს, ევროპასთან თავისუფალი სავაჭროშეთანხმება, გამოიყენოს საქართველომ, იმისთვის რომ ადგილობრივი ინვესტიციები გაიზარდოს და დასაქმდესადგილობრივი მოსახლეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის 250 დასაქმებული ადგილობრივი, წელში გამართულიოჯახი. ეს გახლავთ ჩანაცვლებული იმპორტი, უფრო მაღალხარისხიანი ადგილობრივი პროდუქცია და ქვეყნისთვის ძალიანმნიშვნელოვანი ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ორმა ყველაზე წამყვანმაევროპულმა კომპანიამ, ფრანგულმა კომპანია "რიშელმა" და ჰოლანდიურმა კომპანია "სერტონმა", რომელთა ტექნოლოგიაციქნა გამოყენებული. ეს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია და ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში დღეს არისასეთი დონის სასოფლო სამეურნეო საწარმო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
"„პლანტას" სასათბურე მეურნეობა საქართველოში ყველაზე მასშტაბური და მაღალტექნოლოგიურია. სათბურში წარმოებისპროცესი მიმდინარეობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური ჰოლანდიელი და ფრანგიაგროინჟინრების, ტექნოლოგებისა და ბიოლოგების ზედამხედველობით. სასათბურე კომპლექსში წარმოებული ბოსტნეულიბაზარზე „პლანტას" სავაჭრო ნიშნით არის წარმოდგენილი. წელს „პლანტა" მომხმარებლებს კიტრის კულტურებთან ერთად,პომიდვრის კულტურებსაც შესთავაზებს, რომელიც გამორჩეული იქნება მაღალი ხარისხითა და განსაკუთრებული გემოთი.გასულ სეზონებზე, „პლანტას" სათბურებში წარმოებულმა პროდუქციამ 2,000 ტ შეადგინა. მიმდინარე წელს, სასათბურემეურნეობის 12 ჰექტარამდე გაფართოვების შემდეგ,  პროდუქციის მოცულობა გასამმაგდა და მისი წლიური მაჩვენებელი 6, 000 ტონას გადააჭარბებს. ამჟამად „პლანტას" სათბურებში დასაქმებულია 146 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივიმოსახლეობა. 2016 წლის ბოლოს მათი რიცხვი 250-მდე გაიზრდება",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics