|
2016-10-26 14:43:33, 1672 ნახვა
ეკონომიკა
“თიბისი ჯგუფმა” სადაზღვევო კომპანია “კოპენბური” შეისყიდა
“თიბისი ჯგუფი” სადაზღვევო კომპანია ''კოპენბურის'' მფლობელია. კოპმანიის 100%-იანი წილის შესყიდვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯგუფმა ფინანსური მომსახურების დივერსიფიკაციისა და მრავალფეროვანი პღოდუქტების შეთავაზების სტრატეგიიდან გამომდინარე მიიღო. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ''კოპენბურის'' რებრენდინგი განხორციელდება და უკვე ახალი წლიდან თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ახალი სახელით მოქმედი სადაზღვევო კომპანიის პროდუქტებით. ''კოპენბური'' ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ფოკუსურებულია ავტომობილების დაზღვევაზე.მას ავტოდაზღვევის ბაზარზე 9% უჭირავს.(2016 წლის 30 ივნისის მონაცემებით). თიბისი ბანკის ჯგუფის მიერ ''კოპენბურის'' შესყიდვის შემდეგ, ახალი სადაზღვევო კომპანია გახდება თიბისი ბანკის მთავარი პარტნიორი დაზღვევის მიმართულებით. ასევე თიბისი ბანკის ჯგუფი აპირებს, რომ გააფართოვოს სადაზღვევო მომსახურების სპექტრი და შეთავაზებულ პროდუქტებს დაამატოს ახალი სადაზღვევო პროდუქტები -მოგზაურობის დაზღვევა, უბედური შემთხვევის, საკრედიტო ხაზის, სიცოცხლის, ბიზნესსაკუთრების,სესხის დაზღვევა და სხვა. ახალი სადაზღვევო კომპანია ძირითადად საცალო ბაზარზე იქნება ორიენტირებული და აქცენტს ფიზიკური პირების მომსახურებაზე გააკეთებს. საშუალოვადიან პერიოდში ჯგუფი გეგმავს სადაზღვევო ბაზრის 25%-ის ათვისებას. პირველადი ინვესტიციის თანხა 8 მილიონი ლარია, რომელიც კომპანიის კაპიტალის შევსებას და ტექნოლოგიურ განვითარებას მოხმარდება. ახალ სადაზღვევო კომპანიას უხელმძღვანელებს ამ სფეროში გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი - პაატა ღაძაძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და დავით კიღურაძე, რომელსაც წლების განმავლობაში თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიების დირექტორის პოზიცია ეკავა საქართველოსა და აზერბაიჯანში. მათ ასევე საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. „ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, ისარგებლებს ჩვენი მომხმარებელი, რომელსაც შევთავაზებთ კომპლექსურ სადაზღვევო პროდუქტებს. მომსახურება განხორციელდება მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული ფორმით, უმოკლეს დროში და გამარტივებული პროცედურით. ზოგადად, „კოპენბურის" შესყიდვა სრულად შეესაბამება თიბისი ბანკის ჯგუფის სტრატეგიას, რომ გააფართოვოს ფინანსური მომსახურების არეალი და ამავე დროს, კომპანია კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს ინვესტორებისთვის", - აცხადებს პაატა ღაძაძე. ცნობისთვის, ''კოპენბურში'' ამ დროისთვის 100 მდე დასაქმებულია და ისინი მუშაობას უკვე ახალი ბრენდის ქვეშ მოქმედ კომპანიაში გააგრძელებენ.
(R)
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)