|
2016-10-26 13:56:29, 721 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლონეთში სამუშაო ვიზიტისას, თენგიზ ფხალაძემ უკვე გამართა შეხვედრები პოლონეთის უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელ პაველ სოლოხთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივან კჟიშტოფ შჩერსკისთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და აღნიშნეს, რომ მომავალ წელს, საქართველო - პოლონეთის დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენის 25 წელი სრულდება. ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონულ თემატიკასაც, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის ოთხეულის თანამშრომლობის ფორმატებს. განიხილეს სამომავლო გეგმები - ვიზიტებისა და შეხვედრების სამომავლო დღის წესრიგი. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან მალგოჟატა გოშევსკასთან სამუშაო ლანჩი გამართა. მხარეებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, საქართველო - პოლონეთის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. თენგიზ ფხალაძე ხვალ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოვა და მის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)