|
2016-10-26 13:50:49, 781 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარემ, სოფიო დიასამიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობა თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვის აუცილებლობას გულისხმობს. შესაბამისად, სამინისტროს ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე მეთოდების გაცნობა-სწავლება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება შემდეგი მიმართულებებით: წითელ წიგნში შეტანილი ზოგიერთი ადგილობრივი თევზის უნიკალური ჯიშის (კოლხური ზუთხი, შავი ზღვის ორაგული) აღდგენა-მოშენებისათვის სასელექციო მუშაობის განხორციელება; თევზების დაავადებათა საწინააღმდეგოდ პრეპარატების გამოცდა და მათი კვება-მოვლის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. გარდა ზემოაღნიშნულისა, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო-მეთოდური მასალის მომზადება/გამოცემაში. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია განახორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ რეკომენდებული თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში დანერგვას და მათ შემდგომ პოპულარიზაციას.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)