00:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 12:49:29, 732 ნახვა

საზოგადოება
საქართველო გენდერული თანასწორობის მიხედვით 144 ქვეყანას შორის 90-ე ადგილს იკავებს

საქართველო გენდერული თანასწორობის რეიტინგში მსოფლიოს 144 ქვეყანას შორის  90-ე ადგილს იკავებს, - ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, გენდერული თანასწორობის მიხედვით საქართველოს მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაურესდა. 2015 წელს ქვეყანა რეიტინგში 82-ე ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამ ადგილს სიაში ისლანდია, ფინეთი და ნორვეგია იკავებენ.

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ქალთა და მამაკაცთა მდოგომარეობა, როლი და უფლებები საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასვა სფეროში, ასევე პოლიტიკაშიც.

ცნობისთვის, ფორუმის მიერ შედგენილი რეიტინგი 4 ძირითად პარამეტრს ეყრდნობა.

საქართველო 61 ადგილს იკავებს ეკონომიკურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფის მიხედვით, 78-ე პოზიციაზეა განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, ჯანდაცვის სფეროში შესაძლებლობების მიხედვით კი 119-ე, პოლიტიკური ძალაუფლების ფლობის მიხედვით ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, გენდერული თანასწორობის მიხედვით, აზერბაიჯანი საქართველოს ოთხი პოზიციით უსწრებს და 86-ე ადგილს იკავებს, რეიტინგში 75-ეა რუსეთი, სომხეთი 102-ე ადგილზე, ხოლო თურქეთი 130-ზე.

144 ქვეყანას შორის ბოლო ადგილებს სირია, პაკისტანი და იემენი იკავებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics