|
2016-10-26 10:19:45, 694 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე. როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სხდომას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა. მათივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე თინათინ მზარელუა. ქართულმა მხარემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული გამოწვევების, ქართული მხარის მიერ ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მოკავშირეებმა, რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე, ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას დადადებითად შეაფასესქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა.ამასთან, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გამოხატესთანამშორმლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობის მზაობა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)