|
2015-03-19 10:07:09, 503 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ცივილიზებული სამყარო რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულებას ნეგატიურად აფასებს
მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთსა და ცხინვალის რეჟიმს შორის ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერას ნეგატიურად აფასებს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. პრემიერმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთმა საქართველოს მიერ სტაბილურობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს ნეგატიურად უპასუხა. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ გუშინ, რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეჟიმთან გაფორმებული ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ რუსეთმა ამგვარი ქმედებით უპასუხა იმ რეგიონში სტაბილურობისკენ გადადგმულ ჩვენს ნაბიჯებს. რა თქმა უნდა ნეგატიურად ვაფასებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ამგვარი ე.წ ხელშეკრულების გაფორმებას. მინდა გითხრათ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მოვახერხეთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო ეს ფაქტი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოხდა ამ ტიპის ხელშეკრულების გაფორმება ოკუპირებულ აფხაზეთთან, შემდეგ ცხინვალთან. მთელი ცივილიზებული სამყარო ნეგატიურად აფასებს ამ ფაქტს",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)