|
2016-10-26 09:47:36, 1445 ნახვა
ეკონომიკა
შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი
დღეს გახდება ცნობილი, შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე, რომელიც 7 სექტემბერს გაიმართა, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.5%-მდე შეამცირა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვით ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოებლად საჭირო იყო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესის გაგრძელება. ამასთან, სებ-ში აღნიშნეს, რომ პროგნოზის შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალო¬ვადიან პერიოდში 6 პროცენტამდე შემცირდეს. მათივე განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ეკონომიკაში მიმდინარე პროცესზე, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების შესაძლო რეალიზაციასა და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკაზე შოკების გადმოცემის სიდიდეზე. ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება პროცენტის კლებას იწვევს იმ სესხებზე, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ”საზოგადოებისა და ბანკების” ინფორმაციით, 7 სექტემბერის გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 17642 მომხმარებელს შეუმცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)