2016-10-26 09:21:52, 1479 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.3888 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.3888 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.3803 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0085 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.5983 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.5919 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან