|
2016-10-25 16:19:14, 724 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები მათემათიკური ფორმულის გამოყენებით გაყალბდა
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების გასაყალბებლად მათემათიკური ფორმულა იყო გამოყენებული. ინაშვილის თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა გაირკვეს კონკრეტულად რა სქემით მოხდა არჩევნების წარმართვა. „დღეს ყველა პარტია მუშაობს და ფიქრობს იმაზე, თუ რა ფორმულა იყო გამოყენებული. ახლა შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, მაგრამ რეალობა ეს არის. უნდა მოხდეს გამოძიება, ამაში უნდა ჩაერთონ, როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე ჩვენი პარტნიორი, თუ არაპარტნიორი პარტიები. შეიქმნება თუ არა შემდეგ უკვე პარლამენტში საგამოძიებო კომისია. მთავარია, შევხედოთ, როგორ წავიდა ეს პროცესი, რა მათემატიკური ფორმულა იყო გამოყენებული, რომ ყველა ოლქში მაინცდამაინც პირველ ადგილზე გავიდა „ქართული ოცნება“, მეორეზე მაინცდამაინც „ნაციონალური მოძრაობა“, მერე - ჩვენ. ეს ასე არ ხდება, თუ არ არის გამოყენებული რაიმე ხელოვნურად ფორმულა“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა და დასძინა, რომ მთავარია, საქართველოში აზრი არ დაკარგოს არჩევნებმა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)