|
2016-10-25 15:40:33, 710 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის აზრით, კარგი იქნება, თუ მე-9 მოწვევის პარლამენტი დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხზე იმუშავებს
პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების უსაფრთხოება, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ თემასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე აქტიურად მუშაობდა. პრეზიდენტის პოზიციაა, რომ კარგი იქნება, თუკი მე-9 მოწვევის პარლამენტი შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით იმუშავებს: „ზოგადად, დასაქმებულების უსაფრთხოება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და, რა თქმა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის. ამასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად იყო პროცესში ჩართული პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და ის, რაზეც გააკეთეთ თქვენ მინიშნება, ძალიან კარგი იქნება, თუ ამ საკითხს მიექცევა მეტი ყურადღება, თუ უფრო მეტად იქნება დაცული კანონმდებლობა და თუ ამაზე იზრუნებს მე-9 მოწვევის პარლამენტი“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)