18:07 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-25 15:26:34, 1578 ნახვა

ეკონომიკა
სექტემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 0.7 %-ით შემცირდა

სექტემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი, 0.7 %-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 74.0 მილიონი ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 150.1 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 76.1 მლნ ლარით (0.7 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.8 პროცენტით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.6 მილიარდი ლარის (0.9 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის სექტემბრის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 171.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 8.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.51 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.99 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics