|
2016-10-25 12:12:42, 1702 ნახვა
სამართალი კომენტარი
მღებრიშვილი: რუსთავში გახსნილი „112”-ის ცენტრის მიზანია თბილისის ”112”-ის განტვირთვა და დაზღვევა
„დღეს საქართველოს ახალი თაობის "112"-ი ემსახურება, რასაც რუსთავის ახლად გახსნილი შენობა ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა რუსთავში „112“-ის ახალი ცენტრის გახსნაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსთავის „112“-ის ცენტრის მიზანი თბილისი "112"-ის განტვირთვა და მისი დაზღვევაა. "ორივე ცენტრი ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუშავებს. მთელი საქართველოს მასშტაბით ის მიიღებს ზარებს 24 საათის განმავლობაში. საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის კუთხით და გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული. "112"-ის საქმიანობა ძირითადად სწორედ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ "112"-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, ის წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფი მოქალაქესა და საგანგებო სამაშველო სამსახურებს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს დანაყოფი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს, შესაბამისად მისი გამართული და უწყვეტი ფუნქციონირება სახელმწიფოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მისივე თქმით, ახალი ცენტრის გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის. "ამ მიზნით უკვე გავხსენით ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. იმისთვის, რომ ნებისმიერ გამოწვევაზე სახელმწიფოს რეაგირების სტანდარტი იყოს უფრო მაღალი, დღეს უკვე ახალ შენობაში, რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრი. მოხარული ვარ, რომ ჩვენ მცირე დროში მოვახერხეთ შეგვექმნა ახალი პროექტები, როგორიც არის მობილური აპლიკაცია და პროგრამა საპატრულო ეკიპაჟებისთვის. "112"-ი ყველასთვის, ამის თქმის საშუალება სმენადაქვეითებული პირებისთვის შექმნილმა SMS-ს და ვიდეო ზარის ინოვაციურმა სერვისმა მოგვცა. მსოფლიოში საქართველო მე-4 ქვეყანაა, რომელმაც 2015 წელს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ორივე, SMS-ს და ვიდეო ზარის სერვისი დანერგა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ თითოეულ ტურისტს უსაფრთხოების განცდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, "112"-მა სპეციალურად ტურისტებისთვის და საქართველოს მაღალი რისკის მქონე რეგიონებში გადაადგილებული პირებისთვის შექმნა დაკავშირების ალტერნატიული არხი, რომელიც გულისხმობს GPS-ის მეშვეობით "112"-ზე წვდომა., რომლის უზრუნველყოფას მობილური ოპერატორების დაფარვის ზონის გარეთ არსებული გეოგრაფიული არეალიდან", - აღნიშნა შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ბევრად მობილურს ხდის "112"-ის მომსახურებას და კიდევ უფრო მეტად ხდება მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული. "ჩემთვის საამაყოა, რომ საუკეთესო ინოვაციური სერვისისთვის საქართველოს "112"-მა მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის გაიმარჯვა და იგი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციამ უკვე მესამედ დააჯილდოვა. ამ უმნიშვნელოვანესი ობიექტის გახსნას ყველა მოქალაქეს ვულოცავ. განსაკუტრებით ვულოცავ თანამშრომლებს, რომლებიც ამ ცენტრში იქნებიან დასაქმებულნი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ემსახურებოდე შენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ადამიანების სიცოცხლის დაცვას. მსურს ეს კარგად გაიაზროთ და ყოველთვის კარგად გახსოვდეთ ეს ის სამსახურია სადაც თითოეული წამი გადამწყვეტია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)