|
2016-10-25 12:07:44, 742 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტზე: ყველაფერი გაკეთდება, რომ გამოძიებამ რეალური სურათი მიიღოს
„დარწმუნებული ვარ, თავდაცვის მინისტრი არა თუ არ შეუშლის ხელს გამოძიებას, არამედ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გამოძიებამ რეალური სურათი მიიღოს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სამხედრო ცენტრ „კრწანისში“ მომხდარ ინციდენტს. ბესელიამ გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს საჭიროა მეტი თავშეკავება და სიფრთხილე. „გარდაიცვალა ადამიანი და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ბუნებრივია, რაც მოხდა ყველასთვის ემოციურად მძიმეა. მეორეს მხრივ, საჭიროა სიფრთხილე და თავშეკავება, რომ ვაცადოთ გამოძიებას. რეალურად ის უკვე მიმდინარეობს და ვნახოთ ობიექტური გამოძიების შედეგები. დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი არა თუ არ შეუშლის ხელს გამოძიებას, არამედ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ გამოძიებამ სრული სურათი მიიღოს. ვნახოთ რა მოხდა სინამდვილეში, არ დარჩება არც ერთი კითხვა, რომელზედაც შეიძლება რაიმე პასუხი არ იყოს. ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე მეტი თავშეკავება და სიფრთხილე“, - აღნიშნა ბესელიამ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)