|
2016-10-24 16:45:48, 843 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი რულოვსზე: უფრო ადვილია, იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში, ზედმეტი ვალდებულებების გარეშე
„რასაკვირველია უფრო ადვილია იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების გარეშე“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სანდრა რულოვსის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმას. როგორც ვოლსკიმ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, "როდესაც მაჟორიტარი ხარ, ხალხს ბევრი კითხვები უჩნდება და რთულია ყველას უპასუხო". მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან და მათ შორის სანდრა რულოვსთან, ხალხს ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს. „ჩემთვის ყოველშემთხვევაში, ორი თემა გამოიკვეთა, რაც ზედაპირზე ჩანს. ძალიან რთულია ბევრ შეკითხვას გასცე პასუხები. როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი ხარ, ასეთი კითხვები ბევრი უჩნდება ხალხს და მოგიწევს პასუხის გაცემა. როდესაც შვილმოკლულმა დედამ რულოვსს პასუხებისთვის მიმართა, მან უთხრა, რომ ეს სააკაშვილის პერიოდში მოხდა და მე არ ვარ პასუხისმგებელიო. ეს პასუხი შესაბამისი ნამდვილად არ იყო. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ძალიან ბევრი შეკითხვებია, განსაკუთრებით კი მაჟორიტარებთან და მათ შორის სანდრა რულოვსთან. რთულია ამ საკითხებზე პასუხის გაცემა და აბსოლუტურად არასაკმარისია რულოვსის მხრიდან იმის თქმა, რომ ეს მოხდა მისი მეუღლის ხელისუფლების პერიოდში. რასაკვირველია უფრო ადვილია იყო სიაში და ამ სიით გახვიდე პარლამენტში ყოველგვარი ზედმეტი ვალდებულებების გარეშე.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)