|
2016-10-24 15:03:34, 1209 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილი დანიშნა. რაქვიაშვილი პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა. უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს ირინე იმერლიშვილი იკავდება, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა, საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტური გახდა. დავით რაქვიაშვილი 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესიით გეოლოგი. დავით რაქვიაშვილს აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. აღნიშნულ რანგით დავით რაქვიაშვილი მონაწილეობდა ე.წ. ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს. 2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა. მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას. 2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურებლო საბჭოს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)