|
2016-10-24 14:29:36, 764 ნახვა
საზოგადოება
The New York Times-ი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს
„რუსეთის „გაყინულ ზონაში“ მცოცავი საზღვარი საქართველოსთან“ - ამ სათაურით გამოცემა The New York Times-ი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი ენდრიუ ჰიგინსი წერს, ერთ-ერთი მცხოვრებლის, ვეფხვია ტატიაშვილის საცხოვრებელი სახლი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ავტორის თქმით,მიუხედავად იმისა, რომ ტატიაშვილის სახლთან არანაირი მავთულხლართები არ არის დამონტაჟებული, ის სახლში გადასვლას ვერ ბედავს. მისივე თქმით, ცოტახნის წინ მისი მეზობელი რუსმა სამხედროება სწორედ ამ მიზეზით დააპატიმრეს. ტატიაშვილის განცხადებით, საზღვარი ძალიან მობილური გახდა და არავინ იცის დაზუსტებით სად იწყება და მთავრდება. „არავინ იცის სად დაიწყება რუსეთის ტერიტორია ხვალ და ზეგ. თუ ისინი ხაზის გადმოწევას გააგრძელებენ, ერთ მშვენიერ დღეს ყველანი რუსეთ-საქართველოს ფედერაციაში აღმოვჩნდებით“, - ამბობს ტატიაშვილი ჟურნალისტთან საუბარში. ავტორის თქმით, „სამხრეთ ოსეთის ღარიბმა, მთიანმა რეგიონმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა პირველად 1990 წელს გამოაცხადა, მაგრამ რეგიონის საზღვრებს გარეთ ამას დიდი ყურადღება არავინ მიაქცია, იქამდე სანამ 2008 წლის აგვისტოში იქ რუსეთი არ შეიჭრა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია არ აღიარა" როგორც სტატიაშია ნათქვამი, შეიქმნა ტერიტორიები „გაყინული ზონის“ სახით - რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიად მეზობელ სახელმწიფოებში, რომელიც გამოიყენება ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა მაგალითად, ნატო-ს საყრდენის შექმნის პრევენცია ან ხელსაყრელ მომენტში ქვეყნის დესტაბილიზაცია. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საზღვარს ოფიციალურად აღიარებს, მაშინ როდესაც ქართული მხარე მას საოკუპაციო ზოლს ეძახის. ამასთან, ავტორის თქმით, გაერო-ს აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მშვიდობისმყოფელი ჰყავს გაგზავნილი, რომლებიც ვითარების მონიტორინგს ახორციელებენ. ასევე მშვიდობისმყოფელები აკვირდებიან თუ რამდენად კარგად სრულდება 2008 წლის ომის დროს მიღწეული შეთანხმება ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებით. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულია სამი რუსული სამხედრო ბაზა რამდენიმეათასიანი სამხედრო კონტინგენტით, რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია რუსულ დახმარებაზე, 2008 წლამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით კი, ეთნიკური ოსების რაოდენობა თითქმის ორჯერაა შემცირებული. „ე.წ. ბორდერიზაცია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მთავრობისთვის პოლიტიკური თავის ტკივილის მიზეზი გახდა. არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, მას მოუწია მეტოქეების თავდასხმების მიგერიება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება რუსეთის „მცოცავ ანექსიას“ მეტისმეტად გაუბედავად პასუხობს. ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ რაც მთავრობაში "ქართული ოცნება" მოვიდა, რომელიც რუსეთთან სიტუაციის დარეგულირებას პირდებოდა მოსახლეობას, რუსი მესაზღვრეები ქართული ტერიტორიის შიგნით შევიდნენ. სტატიაში ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც მოჰყავს, რომელიც აღნიშნავს, რომ „არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება“. „ვიტყოდი, რომ საქმე საპირისპიროდაა. სამწუხაროდ, რუსეთი არასდროს აფასებს შენს დათმობას, წინგადადგმულ ნაბიჯს ან კომპრომისს. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ, მიხეილ სააკაშვილივით შეცდომის დაშვებას და აგვისტოს ომის გამეორებას. ის რაც ხდება დღეს დროებითია და ე.წ საზღვარი დიდხანს არ იარსებებს“, - აცხადებს კვირიკაშვილი.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)