|
2016-10-23 15:30:16, 888 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: მშობლებმა შვილები ნაკურთხი ხატით უნდა დალოცონ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას მშობლებს მოუწოდა, შვილები ნაკურთხი ხატით დალოცონ. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ნაკურთხ ხატს დიდი ძალა აქვს: „ხატს კურთხევის შემდეგ დიდი ძალა ეძლევა. ჩვენ რომ დავადგინეთ, რომ მშობლებმა უნდა დალოცონ თავისი შვილები, უნდა დალოცონ ხატით-ეს ხატი მუდამ შვილის მფარველი ძალა იქნება“,-ბრძანა უწმინდესმა. შეგახსენებთ, გასულ კვირას ილია მეორემ ქადაგების დასრულების შემდეგ, მშობლების მიერ შვილებისთვის დასალოცი ლოცვა მთლიანი საქართველოსთვის წაიკითხა: "ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენოიესო ქრისტე, სულო წმიდაოცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო დაგანუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესესაქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერისიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა.თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნაროსწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული,გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა. ჰოი, უფალო, შეისმინეჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი, ხილული და უხილავი მტრებისაგან დაღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა. ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისაღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!",- ბრძანა ილია მეორემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)