|
2015-03-18 15:20:44, 870 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში დაცული პირველი მსოფლიო ომის მასალები თურქეთში გამოიფინება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორატთან არსებული სტამბოლის ოსმალური არქივის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში „პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტები; გლობალური ომიდან გლობალურ მშვიდობამდე“. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეროვნული არქივიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, 19-21 მარტს გაიმართება საერთაშორისო პრეზენტაცია და გამოფენა, სადაც, სხვა ქვეყნების საარქივო მასალასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული, პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული ფოტოებისა და რუკების ასლები. მათ შორის: პირველი მსოფლიო ომის მონაწილეების, თურქეთის ფრონტიდან ნადავლის ევაკუაციის, ბაქოს პოლკის მობილიზაციის, რუსების მიერ დაკავებული თურქული სანგრების, ყარსის სამხედრო ტაძართან რუსული ჯარის ნაწილების, ჰასან-ყალეს ადგილობრივი მცხოვრებლების ამსახველი ფოტოები; ასევე, დასავლეთის (რუსეთის) ომის თეატრის საგანგებო რუკა; ევროპის 1914-15 წლებში მიმდინარე ომის რუკა და სხვა. ქეთევან ასათიანი 19 მარტს ღონისძიებაზე წარსდგება პრეზენტაციით: „პირველი მსოფლიო ომი საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტებში“. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შეხვედრები პოლონეთის, ფინეთის, თურქეთის, ბელგიისა და სხვა ქვეყნების არქივების ხელმძღვანელებთან. ღონისძიებაში მონაწილეობს არქივების საერთაშორისო საბჭო (ICA) და მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის არქივები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)