|
2016-10-22 15:42:02, 1765 ნახვა
სამართალი
კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა
კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები შარშანდელთან შედარებით გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციები უკავია, - ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” (WJP) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 113 ქვეყანას შორის, საქართველომ 34-ე ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობის 2016 წლის ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველომ, 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილი დაიკავა. შარშან, ანალოგიურ ინდექსში საქართველოს, 102 ქვეყანას შორის 29–ე ადგილი ეკავა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში, კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პოზიცია ყველაზე მაღალია. კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას, ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობის დონე, მთავრობის ღიაობა, ფუნდამენტალური უფლებების დაცვა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, სამოქალაქო მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი, სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვის კუთხით და ფუნდამენტალური უფლებების დაცვისა. როგორც WJP-ს ანგარიშშია ნათქვამი, კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში თურქეთი 99-ე ადგილს, მოლდოვა 77-ს, უკრაინა 78-ს, ბელარუსი 57-ს, რუსეთი კი 92-ე ადგილს იკავებენ. . პირველ ადგილს დანია იკავებს, ბოლოს კი ვენესუელა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)