|
2016-10-22 11:34:19, 657 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო: საარჩევნო სიით არჩეული მომავალი პარლამენტის წევრები ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან
მომავალი მოწვევის პარლამენტში, პროპორციული სისტემით არჩეულ, საარჩევნო სიით პარლმენტში შემსვლელ სავარაუდო წევრებს ნარკოლოგიური შემოწმება გავლილი აქვთ, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. როგორც მიქელაძემ აღნიშნა, აბსოლუტურად ყველა კანდიდატს აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით. „საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩვნო სისტემით არჩეულ სავარაუდო წევრებს კენჭისყრიდან 7 დღის ვადაში უნდა გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება და კენჭისყრის დღიდან ორი კვირის განმავლობაში შემოწმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის. ამავდროულად, პარტიებსაც ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა კანდიდატს აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია, თითეული საარჩვნო სუბიექტის მიერ არის წარდგენილი ინფორმაცია სავარაუდოდ არჩეული წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თითეულ ცნობაში არის მითითებული, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები",- განაცხადა მიქელაძემ. რაც შეეხებათ მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად მაჟორიტარებს შესაბამისი ცნობა კანდიდატად რეგისტრაციის დროს უნდა წარედგინათ და ცესკო-ში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მოხმარებლები.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)