17:27 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 14:30:09, 548 ნახვა

საზოგადოება
მალაიზიის დელეგაცია სერვისების განვითარების სააგენტოს რეფორმებს გაეცნო

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა მალაიზიის დელეგაციის წევრები მიიღო, რომელსაც კუალა ლუმპურის მერი აჰმად ფეზალ ტალიბი ხელმძღვანელობს.

შეხვედრას აგრეთვე, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის მიზანი იყო გაცნობოდნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მოდელს და იმ მომსახურებებს, რასაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები მოქალაქეებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა  პრეზენტაციები წარუდგინეს, მომსახურებებთან და ზოგადად სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ მოდელთან დაკავშირებით.

მალაიზიური დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმებისა და მიღწევების გაცნობაა. მისი წევრები საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდნენ და უკვე გამართეს შეხვედრა იუსტიციის სამინისტროსა და  მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. გუშინ მალაიზიელი სტუმრები თბილისის მერ დავით ნარმანიას შეხვდნენ.

დელეგაცია საქართველოს 20 მარტს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics