|
2016-10-22 10:00:22, 610 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 საათიდან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, №48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები; შესაბამისად მუშაობს რამდენიმე ვიდეოკამერა. ანა მიქელაძემ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს მიმართა თხოვნით, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას შექმნან ისეთი პირობები, რომ ამომრჩევლებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება. „მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობას იღებს 6 კანდიდატი, მარნეულის საარჩევნო ოლქში - 8 კანდიდატი, ხოლო გამგებლის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაში - 4 კანდიდატი. დღეს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ასევე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (cesko.ge). მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 8:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ და ასევე გაგაცნობთ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის თაობაზე. მინდა მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)