13:19 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 08:08:22, 725 ნახვა

პოლიტიკა
ტელევიზიისა და რადიოს ეთერში დღეს წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება იკრძალება

კომუნიკაციების ეროვნული კომისია  საპარლამენტო არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის დღეს მაუწყებელთა ვალდებულებების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

კომისიის ინფორმაციით,  კენჭისყრის დღეს, იკრძალება წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში, ხოლო კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის მიზნებისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფისა და გაშუქების ვალდებულებები მაუწყებლებისათვის 00:00 საათიდან ხელახლა ამოქმედდა.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №532/2016 განკარგულებით საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრები დღეს იმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics