|
2016-10-21 16:23:33, 839 ნახვა
საზოგადოება
რომის პაპმა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონსინიორ სოლჩინსკიმ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში რომის პაპის მნიშვნელოვანი ვიზიტის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა და პაპ ფრანცისკეს მადლობის წერილი პირადად გადასცა. „მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, თქვენი გულითადი მასპინძლობისათვის. მადლიერი ვარ ჩემი ვიზიტის ორგანიზებისას თქვენი და მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისათვის, და მადლობას გიხდით ჩემდამი თქვენ მიერ გამოხატული გულისხმიერებისა და სტუმართმოყვარეობისათვის. ქართველი ხალხის ღრმა რწმენითა და კულტურით შთაგონებული, ყოველთვის დიდი სიყვარულით მოვიგონებ ჩემს სტუმრობას თქვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააღრმავებს მეგობრულ კავშირს წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის და ხელს შეუწყობს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას მორწმუნე და კეთილგანწყობილ ხალხებს შორის. ვლოცულობ თქვენი აღმატებულების, თქვენი მეუღლისა და შვილებისათვის, სრულიად საქართველოს ძვირფასი ხალხისათვის და შევავედრებ ყოვლისშემძლე უფალს დალოცოს თქვენი ერი", - აღნიშნულია რომის პაპის წერილში.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)