|
2016-10-21 15:10:29, 801 ნახვა
საზოგადოება
მერიის რამდენიმე სამსახური დავით ქაცარავას განცხადებას ეხმაურება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ფოთში 21-23 ოქტომბერს საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მონაწილეობის თობაზე, დავით ქაცარავას განცხადებას ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას 17 ოქტომბერს ეცნობა უარის პასუხი ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. „ უარის მიზეზი გახდა 2016 წლის IV კვარტალის ბიუჯეტში თანხების უქონლობა, რაც გამოიწვია საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ, ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი "თბილისი 2016"-ის ჩასატარებლად დამატებით გაუთვალისწინებელი თანხების საჭიროებამ. IV კვარტლიდან საჭირო გახდა თანხების მობილიზება III კვარტალში.საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შესაბამისად დაუშვებელია არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ბიუჯეტის პროგრამებში ცვლილების განხორციელება, რის გამოც ვერ მოხდა IV კვარტალში „სპორტული ღონისძიებების ქვეპროგრამის შევსება, შესაბამისად ქ. თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას აღნიშნულ ღონისძიებაში ნაკრები გუნდის მონაწილეობის დაფინანსებაზე თანხების უქონლობის გამო ეთქვა უარი, რაც ბატონ დავით ქაცარავას ოქტომბრის დასაწყისში, სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის დროსაც განემარტა და შედგა მოლაპარაკება შემდგომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით“,-ნათქვამია განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, 2016 წელს ქ. თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციას დაუფინანსდა:25-26 მაისს საქართველოს ჩემპიონატზე კანოე-კაიაკში ქ. თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა; 25-29 მაისს საქართველოს პირად-გუნდურ პირველობაზე და ფოთის საერთაშორისო რეგატაზე ქ. თბილისის ნაკრები გუნდის მონაწილეობა; 24-26 ივნისს ნაკრები გუნდის მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო რეგატაში კანოე-კაიაკში; 23-25 სექტემბერს ქ. ფოთში ნაკრები გუნდის მონაწილეობა საქართველოს ღია პირველობაზე აკადემიურ ნიჩბოსნობაში. „აქვე გაცნობებთ, რომ მერიას სპორტის მიმართულებით აქვს შეზღუდული ბიუჯეტი, მიუხედავად ამისა, ხორციელდება არაერთ მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 2016 წელს დაფინანსდა თბილისის 33 სპორტული ფედერაცია, საქართველოს 17 ეროვნულიფედერაცია, ასევე დაფინანსდა სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციები, კავშირები და კლუბები. სულ 9 თვის განმავლობაში დაფინანსდა 200-მდე სპორტული ღონისძიება: ახორციელდება მატერიალური მხარდაჭერის პროგრამებს ქ. თბილისში მომუშავე მწვრთნელ-მასწავლებელთათვის და 18 წლამდე წარმატებული სპორტსმენი ბავშვებისთვის; 2016 წელს ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა გაეწია 400 მწვრთნელ-მასწავლებელს და 250 წარმატებულ სპორტსმენს. 2016 წლის ბიუჯეტით პარასპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის გათვალისწინებულია 950 000 ლარი. აღნიშნულიქვეპროგრამისმიზანიაშშმპირთასაზოგადოებაშიინტეგრაცია,თბილისში პარასპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია შშმ პირებს შორის, თბილისელი პარასპორტსმენების მონაწილეობის უნზრუნველყოფა საერთაშორისო პარასპორტულ ტურნირებში. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვითარდება პარასპორტის 9 სახეობა; 2016 წელს დამონტაჟდა ქ. თბილისის ათი რაიონის 24 ცენტრალურ სკვერში, გარე–გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები; 2016 წელს ქალაქთბილისში მუხიანის IV მ/რ-შიმიმდინარეობს 3 სარაგბომოედნისმშენებლობა, შესაბამისიინფრასტრუქტურით (საჭიროშენობა-ნაგებობებით), რომელიც 2017 წელს დასრულდება; სოფ. გლდანში გაიხსნა კულა გლდანელის სახელობის ქართული ჭიდაობის სპორტული დარბაზი; ვაზისუბნის დასახლების მე4 მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იწყება რაგბის სტადიონის მშენებლობა; მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსისსარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავს 2 საცურაო აუზს, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს. ობიექტის რეაბილიტაცია დასრულდება 2017 წელს; გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი, სადაც ფუნქციონირებს სპორტული წრეები. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ დავით ქაცარავას ამ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა სხვა მიზნები ამოძრავებდეს, თბილისის მერია კვლავ გააგრძელებს სპორტის განვითარებასა და სპორტსმენების ხელშეწყობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)