22:08 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 14:55:32, 824 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთოს მუდმივ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში მიმდინარე პროცესებში  ეუთოს როლის და ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

განსახილველ თემებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების საკითხები და ასევე ჟენევის ფომრატის მიმდინარეობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics