21:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 11:48:16, 621 ნახვა

საზოგადოება
დარეგისტრირდით repetitors.ge-ზე და მიიღეთ თქვენი საქმიანობის უფასო რეკლამირება!

თუ თქვენ კარგი პედაგოგი ხართ და ეწევით რეპეტიტორობას, მაგრამ ვერ აპიარებთ თქვენ თავს სათანადოდ, მიზეზთა გამო არ ხართ აქტიური ამ მიმართულებით და ბოლომდე ვერ იხარჯებით, ვერ ახერხებთ მიზნობრივ, საჭირო აუდიტორიაზე გასვლას, ვერ მოიფიქრეთ გზა, რომლითაც შეძლებთ დიდი რაოდენობით მოსწავლეთა მოზიდვას, და გინდათ ეს ყველაფერი გამოასწოროთ! მაშინ დროა დარეგისტრირდეთ http://repetitors.ge/ -ზე და აღნიშნული საიტის მეშვეობით პოტენციურ მოსწავლეებსა თუ მათ მშობლებს ხმა მიაწვდინოთ!

ვებ-გვერდი http://repetitors.ge/ სპეციალურად პედაგოგებისთვის შეიქმნა და მათი განსახორციელებელი მიზნების ხორცშესხმის ალბათობის ზრდას, ცხოვრების ხარისხის მომატებას და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრების გზაზე მყარად და ღირსეულად დგომის მიღწევის საშუალებას ემსახურება. ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა მხოლოდ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება, რაც ყველა პედაგოგისთვის უფასოა, მიუხედავად ასაკისა და გამოცდილებისა. რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ მარტივია: პირველ რიგში პედაგოგმა უნდა გადავიდეს სარეგისტრაციო გვერდზე, შავსოს ანკეტა და მიუთითოს შესაბამისი ინფორმაცია.

გახსოვდეთ, რომ პირად გვერდს, სადაც ასახულია პედაგოგის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია და მიმართვის ტექსტი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან პედაგოგის მაძიებელი მოსწავლე თუ მისი მშობელი, შემდგომში, სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

  •   წარმატებით დარეგისტრირების შემდეგ პედაგოგის პირადი მონაცემები გაიგზავნება ვებ-გვერდის ანალიტიკურ განყოფილებასთან და საჭირო კორექტირების შემდეგ  შესაბამის განყოფილებაში კონკრეტული საგნის, დისციპლინის და სხვა კრიტერიუმის მიხედვით განთავსდება. ამის შემდეგ ყველა დაინტერესებულ პოტენციურ მოსწავლეს ექნება საშუალება  ინფორმაციაზე წვდომისა. თუ რომელიმე მოსწავლე კონკრეტული პედაგოგით დაინტერესდება, იგი აცნობებს ამის შესახებ ადმინისტრაციას, რომელიც უახლოეს საათებში დაუკავშირდება დამკვეთს და გადასცემს არჩეული რეპეტიტორის საკონტაქტო მონაცემებს, ხოლო რეპეტიტორს პოტენციური მოსწავლის საკონტაქტო მონაცემები გადაეცემა.

იმ შემთხვევაში თუ პედაგოგსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია წარმატებით შედგება, ანუ მასწავლებელი აიყვანს მოწაფეს, ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პედაგოგს ერთჯერადი სახით აკისრებს საკომისიო თანხის გადახდას. საკომისიო თანხა საკმაოდ მცირეა -  საქართველოს პირობებში იგი 40 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რისი გაღებაც პედაგოგის მიერ არაა დასანანი მოსწავლის დიდი ხნით აყვანის შემთხვევაში. მოსწავლეთათვის საიტის სერვისი სრულიად უფასოა!
http://repetitors.ge/ გისურვებთ წარმატებას!

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics