|
2016-10-20 17:40:38, 2261 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე გააკეთა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, თავაძემ 5 ხმა მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია. ცნობისთვის, ზაზა თავაძე წლებია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპაუაშილის პირველი მოადგილე იყო. თავაძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ირჩევა, თუმცა თავაძეს უფლებამოსილება 2020 წლის ივნისის თვეში შეუწყდება, რადგან სწორედ ამ დროს სრულდება კანონით დადგენილი მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)