|
2016-10-20 14:22:58, 755 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს პარიზში ფრანგ კოლეგა ჟან ჟაკ ურვუას შეხვდა. იუსტიციის მინისტრები პარიზში მიმდინარე ნოტარიატის 28-ე საერთაშორისო კონგრესზე იმყოფებოდნენ, რომელიც ფრანგმა მინისტრმა გახსნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამართლის სფეროში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპეიზაციის და ევროპულ სამართლებრივ სისტემასთან დაახლოებისთვის გატარდა. საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრებმა ნოტარიატის საქმიანობის შესახებ და ამ კუთხით საქართველოსა და საფრანგეთში არსებულ გამოწვევებსა და პრაქტიკაზეც გაამახვილეს ყურადღება. სამოქალაქო დავებით სასამართლოების გადატვირთულობის თემა ორივე ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემაა, რის გამოც სანოტარო მედიაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თეა წულუკიანმა ფრანგ კოლეგას იმ პრაქტიკის შესახებ უამბო, რომელიც ბოლო წლებში დაინერგა საქართველოში და ნოტარიუსის მეშვეობით შედარებით მარტივი დავების მედიაციის გზით მოგვარებას ითვალისწინებს. ჟან ჟაკ ურვუასი აღნიშნული თემით დაინტერესდა საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს, ქართული რეფორმების უკეთ გაცნობის მიზნით, თეა წულუკიანმა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი საქართველოში მოიწვია. (NS)
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)