23:48 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 11:59:58, 2030 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, არაადამიანურია

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეფასებით, სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვა, რომელსაც რუსული და სირიული ავიაცია ახორციელებს, „არაადამიანურია“, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრაზე, სადაც უკრაინის საკითხი განიხილებოდა, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა პუტინს ალოპოში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. 

მერკელის განცხადებით, შეხვედრა პუტინთან საკმაოდ "მძიმე" იყო. 

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ ალეპოში მიმდინარე მოვლენები „სამხედრო დანაშაულია“. 

მისივე თქმით, ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში, საერთაშორისო კოალიცია მშვიდობიან მოსახლეობას არ ბომბავს, როგორც ეს ალეპოში ხდება. 

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავენ. ცნობისთვის, ახალი სანქციების დაკისრებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც საუბრობს. 

შეგახსენებთ, რომ სირიის ქალაქ ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა. 

მედიის ცნობით, ადგილობრივი დროით დილის 08:00 სააათიდან საღამოს 19:00 საათამდე ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის დატოვებას რვა ჰუმანიტარული დერეფნით შეძლებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics