|
2016-10-20 10:22:49, 1476 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთის საგარეო უწყება: ნოემბერში შესაძლოა რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართოს
თბილისში, მომავალ თვეში შესაძლოა რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. “2016 წლის სამი კვარტლის შედეგად ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდამ 17 % შეადგინა. რუსეთი კვლავ რჩება რიგით მეორე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის და მისი ღვინის პროდუქციის რეალიზაციის მთავარ ბაზრად - მიმდინარე წელს რუსეთში ქართული ღვინის მიწოდება 36 %-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ნოემბერში თბილისში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით დაგეგმილი რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ხელს შუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარებას. მხარეებმა აღნიშნეს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო და საავტომობილო გადაზიდვების ზრდის გაგრძელება. მგზავრთა ნაკადის ორმხრივმა ბრუნვამ მიმდინარე წელს 400 ათასს ადამიანს გადააჭარბა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანპოსრტო ხელისუფლებების პრაქტიკული ურთიერთობა. როგორც მოსალოდნელია, ნოემბერში, თბილისში დაგეგმილი, რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომ გამყარებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)