|
2016-10-19 13:11:59, 734 ნახვა
პოლიტიკა
კონგრესმენები: დემოკრატიის ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვანი ლიდერია
ამერიკელი კონგრესმენები ერიკ პოლსენი და ბილ კიტინგი საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანებიან და ქართველ ხალხს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავენ. „ვულოცავ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და დემოკრატიის მიმართ მტკიცე ერთგულების დემონსტრირებას", - ნათქვამია ერიკ პოლსენის განცხადებაში. კონგრესმენი ბილ კიტინგი მაღალ შეფასებას აძლევს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კუთხით გაწეულ სამუშაოს, რაც, მისი თქმით, უზრუნველყოფს იმას, რომ მთავრობა ქართველი ხალხის ნებას გამოხატავდეს. „თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებულმა არჩევნებმა საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მთელს რეგიონსა და მსოფლიოში მნიშვნელოვან ლიდერად აქცია", - წერს ბილ კიტინგი. ბილ კიტინგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არჩევნების მეორე ტურიც მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით ლიდერის პოზიციას. კონგრესმენების განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)