11:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 11:17:15, 337 ნახვა

პოლიტიკა
დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს აქტიური მუშაობისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერია დღეიდან მუშაობას ახალი შემადგენლობით იწყებს. 

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის ახალ წევრებს წარმატება უსურვა და მეტი აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. 

„აქამდე ჩვენ  2 ფრონტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი პრობლემა იყო, რომელიც მერიაში დაგვხვდა. ამის მოგვარებაზე  ვზრუნავთ. ახლა არის ეტაპი, როცა პრობლემების უდიდესი ნაწილი დაძლეულია და განვითარებისკენ სვლის პერიოდი  დადგა. ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით ტემპში უნდა ვიმუშავოთ და დავდოთ ის შედეგი, რასაც საზოგადოება ელოდება“, – განაცხადა ნარმანიამ. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულომ გუშინ, დედაქალაქის მთავრობის წევრობის ახალ კანდიდატებს მხარი დაუჭირა. ვიცე–მერის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, რომელმაც ალექსანდრე მარგიშვილი შეცვალა. მერის მოადგილის პოსტი ირაკლი ლექვინაძემ დაიკავა. მან მერიაში ალუდა გოგლიჩიძე ჩაანაცვლა. ამასთან, მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პაატა ჯაჭვლიანი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად კი, გიორგი გურგენიძე დაინიშნა. დედაქალაქის საკრებულომ ვაკის ახალ გამეგებელს, ლაშა აბაშიძესაც დაუჭირა მხარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics