|
2016-10-19 11:55:10, 1481 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება, ნამდვილია
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, კითხვის ნიშნები ჩნდებოდა ისეთ იშვიათ ღვინოსთან დაკავშირებით, როგორიც ხვანჭკარაა. თუმცა, დავითაშვილის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ამ კუთხით უპრეცედენტო ღონისძიებები გატარდა-ერთის მხრივ დარეგისტრირებულია ფაქტობრივად ყველა მევენახე ელექტრონულ ბაზაში, მეორეს მხრივ კი თითოეული კილოგრამი მკაცრად აღირიცხება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება, ავთენტურია: „მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ბოლო წლების მეღვინეობის და მევენახეობის წახალისების შედეგად, მივიღეთ ტენდენცია, რომ ძალიან გაზრდილია მოთხოვნა სხვადასხვა უნიკალურ, იშვიათ ქართულ ჯიშებზე, რომელიც ჩვენ ინდუსტრიულად არ აგვიღრიცხავს, მაგრამ მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს იმ ვაზის ჯიშების გაშენება, რომელიც ტრადიციულად საქართველოში იყო, რომელიც ძალიან საინტერესოა ქართული ღვინის მრავალფეროვნებისთვის და საერთაშორისო ასპარესზე ჩვენი ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ საწარმოო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და წახალისებას ვახდენთ, ასევე მარკეტინგული ღონისძიებების ინტენსიურ დაფინანსებას, რამაც მოგვცა შედეგი იმისა, რომ ექსპორტი წლიდან წლამდე არის მზარდი, გეოგრაფია არის გაზრდილი, ასევე დივერსიფიცირებულია, რაოდენობრივად ის გადანაწილებულია ახალ ალტერნატიულ ბაზრებზე და ეს ყველაფერი იძლევა იმის პირობას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მდგრადად განვითარებადია, შენდება ახალი ვენახები, რომელიც არის პოტენციური სანედლეულო ბაზა, მომავალი ექსპორტის ზრდის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ეტაპი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის გაჯანსაღების ალბათ გავიარეთ, შემდგომ ეტაპზე ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, მიწის კონსოლიდაციის, მევენახეთა კონსოლიდაციის და კოოპერაციის წახალისების, რომელიც თვისობრივად ახალ ხარისხობრივ დონეზე გადაიყვანს როგორც მოსავლის შემდგომ დაბინავებას, ისე საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობაში მიმდინარე პორცესებს. აქვე დავამატებ, რომ ღვინის ხარისხის კონტროლი, ღვინის ხარისხი და რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ სანდოობა ქართული პროდუქტის მიმართ იყოს ისეთი, რომ ჩვენ ვისაუბროთ მდგრად განვითრებაზე და მზარდ ტენდენციებზე, განსაკუთრებით კითხვის ნიშანი ისმებოდა ისეთი იშვიათი ღვინის შესახებ, როგორიც არის ხავნჭკარა, რამდენად ნამდვილია, წარმოებულია ალექსანდროულისა და მუჯურეთულისგან იმ კონკრეტულ მიკროზონაში, რომელიც ამ კონკრეტუილ დაცულ ადგილწარმოშობის გეოგრაფიით არის განსაზღვრული. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ღონისძიებებია ამ კუთხით გატარებული. ერთის მხრივ დარეგისტრირებულია ფაქტობრივად ყველა მევენახე ელექტრონულ ბაზაში, მეორეს მხრივ მკაცრად კონტროლდება ყურძნის მოძრაობა ამ ზონაში და მკაცრად აღირიცხება თითოეული კილოგრამი, არსებოს ისეთი პრაქტიკაც, რომ ჩვენ გვყავს სპეციალისტები, ამპელოგრაფები ჩართული რთველის მიმდინარეობის პროცესში, როდესაც თითოეული კილოგრამის რეგისტრაციის დროს ხდება კონკრეტული ჯიშის დაფიქსირება და ამოცნობა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა და ალბათ არც მრავალწლიან ისტორიაში ხვანჭკარის არ ყოფილა ასეთი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გარანტირებულად ვთქვათ, რომ ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება, ის არის ავთენტური, ნამდვილად იმ ზონიდან და იმ წესებით წარმოებული, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. რა თქმა უნდა აღარაფერს ვამბობ, იმ ძირითად წამყვან დასახლებებზე, რომელიც გვაქვს კახეთის რეგიონში, როემლიც ასევე მკაცრად კონტროლდება და სადაც ასევე ინერგბა ელექტრონული მიკვლევადობის სისტემა. ჩვენ შეგვიძლია გარანტირებულად ვთქვათ, რომ ყოველი ბოთლი ხვანჭკარა, რომელიც საქართველოში იწარმოება, ის არის ავთენტური, ნამდვილად იმ ზონიდან და იმ წესებით წარმოებული, რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით”,-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)