|
2016-10-19 09:40:45, 906 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ამისთვის პრემიერმა საზოგადოების წევრებს მადლობა გადაუხადა: „მოგეხსნეებათ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პირველად იკრიბება მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩატარდა უპერეცედენტოდ თავისუფალი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები. მინდა, ყველა თქვენგას მივულოცო ეს ფაქტი და მადლობა გადავუხადო ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ვინაიდან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს განვითარებისთვის. თითოეულმა დამვკირვებელმა აღნიშნა ეს ფაქტი. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესის. ყველას გილოცავთ ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თითოეული მოქალაქის არჩევანის მიმართ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ ამომრჩეველს, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა დიდი ნდობა“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)