16:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 17:48:52, 1472 ნახვა

ეკონომიკა
დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 2016 წლის 18 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა.

მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზების პროექტის (HDM) ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ციფრული ბაზრების განვითარებას და ჰარმონიზაციის ხელშეწყობას.

პროექტი 2014 წლიდან მიმდინარეობს და მის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში HDM პროექტის კოორდინატორს წარმოადგენს პროექტის სხვადასხვა მიმართულებებში (ელექტრონული ჯანდაცვა, ინოვაციები, ელკომერცია, ელექტრონული იდენტიფიკაცია და სანდო მომსახურებები,  საინფორმაციო და კიბერუსაფრთხოება, ელექტრონული უნარები, სატელეკომუნიკაციო რეგულაციები და ა.შ.).პროექტში საქართველოდან ასევე აქტიურად არიან ჩართულები  სხვადასხვა უწყებები საკუთარი კომპეტენციების მიხედვით.

ციფრული საზოგადოების ფორმირების მინისტერიალში, ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაზე პასუხისმგებელი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები მონაწილეობდნენ.მინისტერიალი გახსნეს ევროკომისიის მაღალი დონის წარმომადგენლებმა - გიუნტერ ოეტინგერმა, იოჰანეს ჰანმა და რობერო ვიოლამ.

მინისტერიალის მსვლელობის დროს, თავის გამოსვლაში დავით ხუციშვილმა ხაზგასმით აღნიშნა HDM პროექტის მნიშვნელოვანი როლი ეკონომიკისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში და ისაუბრა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით  განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

მინისტერიალის ბოლოს მონაწილეებმა  მზაობა გამოხატესციფრული ბაზრების ჰარმონიზების საკითხებზე თანამშრომლობის შემდგომი  გაძლიერების საკითხებზედა მიიღეს კონცეფცია, რომელშიც ასახულია აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელი შემდგომი ქმედებები. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics