2016-10-18 16:53:11, 1613 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3683 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3752 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0069 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6084 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6103 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან