|
2016-10-18 16:37:48, 1425 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, ალექსანდრე ნასარიძესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტს - მოხალულ თხილის გულს, დაჭრილი მოხალული თხილის გულს/ფქვილს აწარმოებს. წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შპს „ჯიენ კომპანი“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22 000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარი USAID/REAP, ხოლო დარჩენილი 1,796 აშშ დოლარი ბენეფიციარმა თავად გადაიხდა. ამ ეტაპზე, კომპანია ელოდება საბოლოო აუდიტის დასკვნას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება. სერტიფიკატს შპს „ჯიენ კომპანი“ ნოემბრის ბოლოს მიიღებს. „სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში,154 ახალი საწარმო დაფინანსდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. როგორც სამეგრელოს მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მომავალში გაფართოებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივების დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)