|
2016-10-18 15:35:45, 801 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე საზოგადოების ნაწილის მიმართვაზე: ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია
ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, - ასე აფასებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართვას, რომლის თანახმადაც მიმართვის ხელმომწერები პროდასავლური პარტიებს მიმართავენ, თავიან ამომრჩევლებს მოუწოდონ, არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციას დაუჭირონ მხარი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, კამპანიაში "ნაციონალური მოძრაობისთან" პირდაპირ ასოცირებული ადამიანები ჩართეს, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. "ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი იაფფასიანი კამპანია, რომელიც არსებითად „რუსთავი2“-ის მეშვეობით ხორციელდება, ამაში ჩართეს ნაც.მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებული ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის სახელით გამოდიან. რეალურად, ამ კამპანიას არ აქვს საფუძველი. არავითარი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს. პირიქით, ჩვენ დავამტკიცეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში, რომ მხოლოდ წინ წაყვანა გვსურს და წინ წაყვანა შეგვიძლია ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. ეს დაამტკიცა ჩვენმა პირველმა პრემიერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც სწორედ მისი ინიციატივით შეიზღუდა პრემიერ მინისტრის კომპეტენციები 2013 წელს, გახსოვთ თქვენ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა მიხეილ სააკაშვილმა, მასზე იყო მორგებული მთლიანად კონსტიტუცია და ასეთ პირობებში სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეიკვეცა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის დახვეწა არის ჩვენი ამოცანა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფა", - აღნიშნა კობახიძემ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)