16:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 14:34:31, 1237 ნახვა

ეკონომიკა
სს "პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

სს "პროგრეს ბანკს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

სებ-ის ინფორმაციით, სს "პროგრეს ბანკის" აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.

„აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.

როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს "თიბისი ბანკმა" შეიძინა.

ეროვნული ბანკის შეფასებით, სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტართა მოთხოვნები“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

სებ-ი ბანკის ლიკვიდატორის როინ ცაციაშვილის განცხადებასაც აქვეყნებს:

„იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "პროგრეს ბანკის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ  შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა.

იმ შემთხვევაში, თუ 5 დღეში არ მოახდენთ თქვენი კუთვნილი თანხების ბანკიდან გატანას, მაშინ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–4 მუხლის მე–11 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორთა თანხების აკუმულირება მოხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებთ თქვენი კუთვნილი თანხების  მიღებას.

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–7 მუხლის მე–9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, იგეგმება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლა და არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნა. თუ 5 დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე თქვენი პოზიცია არ დაფიქსირება, თქვენი მხრიდან თანხმობა ავტომატურად ჩაითვლება გაცემულად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, თქვენი კუთვნილი თანხები დარჩება არა გარდაქმნილი ორგანიზაციის ბალანსზე, არამედ აღნიშნული თანხები განთავსდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად მოხდება მათი გაცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics