|
2016-10-18 14:20:06, 702 ნახვა
პოლიტიკა
კაციტაძე: „მემარჯვენეეები“ არ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ
„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება ქართული დემოკრატიის გადამრჩენი, მითუმეტეს მრავალპარტიული დემოკრატიის გადამრჩენი, თუნდაც იმის გამო, რაც მან 2008 წელს გააკეთა და თავად აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კაციტაძის თქმით, სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის ძალიან რთული მოცემულობაა, როდესაც ერთ პოლიტიკურ პარტიას და პიროვნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. თუმცა, ის არ ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაა. „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად გააზრებულად აირჩია თვითგარყვნის პოლიტიკა სრული ძალაუფლების ხელში აღებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერც და არც შევუშლით ხელს ამ გზაზე და მითუმეტეს ვერ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ახალ მემარჯვენეებს ნამდვილად გაგვიჭირდება ამის გაკეთება და არ გავაკეთებთ ამას. მითუმეტეს ვერ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ვერ გაიგებს რაზე ველაპარაკებით, როცა ერთ მშვენიერ დღეს ვეტყვით, რომ მხარი დაუჭირონ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს”,-აღნიშნა კაციტაძემ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)