17:16 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-18 11:54:37, 2000 ნახვა

მსოფლიო
აშშ: ISIS-ი მოსულის მოსახლეობას სავარაუდოდ ცოცხალ ფარად იყენებს

ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულში მშვიდობიანი მოსახლეობა, შესაძლოა, ცოცხალ ფარად გამოიყენონ, - ამის შესახებ BBC თეთრი სახლის პრესმდივანზე ჯოშ ერნესტზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც ერნესტმა აღნიშნა, მებრძოლები სამოქალაქო პირებს დარტყმის ქვეშ უყოყმანოდ დააყენებენ.

"როგორც ველოდებით, ისინი უყოყმანოდ დააყენებენ სამოქალაქო პირებს დარტყმის ქვეშ ქალაქის დაცვის დროს. ვვარაუდობთ, რომ ისინი გამოიყენებენ უზნეო და საშიშ ხერხებს იმისთვის, რომ ქალაქი შეინარჩუნონ", - განაცხადა ერნესტმა. 

ამავე დროს, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ  ერაყის შეიარაღებული ძალები უპირატესობას ფლობენ, რადგან მათ აშშ და კოალიციის პარტნიორები ავიადარტყმებით ეხმარებიან.

მისივე განმარტებით, აშშ-ის ხელმძღვანეობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია, ეცდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩნოს.

"თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ერაყის ძალებმა უნდა გადადონ ეს ოპერაცია შესაძლო ჰუმანიტარული შედეგების გამო, აზრს მოკლებულია", -  განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

გაერო-ს შეფასებით, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ჰუმანიტარული შედეგები შესაძლოა 1,2 მილიონ ადამიანს შეეხოს. უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია დარჩენილი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში. "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოსულის დაკავებამდე ქალაქში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ექსტრემისტებმა მოსულზე კონტროლი 2014 წელს დაამაყარეს.

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქურთ მებრძოლთა რაზმებთან ერთად მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics